Sunday, October 26, 2014

მეორე დღის რეფლექსია დღეს ერეთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი იდეები,ვისწავლეთ გამოქვეყნებულ იდეებზე კომენტარის გაკეთება,შევქმენით ბროშურა.
პირველი მოდულის რეფლექსია ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.სურვილი გამიჩნდა ბავშვებს განვუვითარო უნარ ჩვევები და დავამზადებინო ბროშურები.

ჩემი პროექტის იდეა

თემა:თელავი და თელაველები პრეზენტაცია ნიშნავს აუდიტორიისთვის რაიმე თემის,პროექტის ან სხვა ნამუშევრის წარდგენას.ამ დროს რაც შეიძლება საინტერესოდ უნდა წარმოვაჩინოთ ის ძირითადი საკითხები,რომლებზეც გვსურს ყურადღების გამახვილება,ამისათვის ტექსტთან ერთად ვიყენებთ ვიზუალურ მასალასაც.პროექტი "თელავი და თელაველები" საინტერესო იქნება ბავშვებისთვის, გაეცნობიან თელავის ღირსშესანიშნავ ადგილებს,მოიძიებენ ისტორიულ მასალებს,გადაიღებენ ფოტოებს. გაიცნობენ ხელოვან ადამიანებს, შეაგროვებენ მათზე ბიოგრაფიულ ცნობებს,გაეცნობიან მათ შემოქმედებას და წარმოადგენენ ელექტრონულ ვერსიას.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანი intel-ის სასწავლო კურსს,სახელმძღვანელოს,საიდანაც ჩამოვტვირთე პროექტის გეგმა და გავეცანი,გავიგე თუ როგორ უნდა გავაკეთო პროექტი.შევქმენი ბლოგი.დავათვალიერე სხვა მასწავლებლების ბლოგები.შემდეგისთვის უნდა მოვიფიქრო პროექტის იდეა.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.დიდი მადლობა.